ჩვენი სკოლა ფსიქოლოგის სამსახურს გთავაზობთ. ის უფასო და კონფიდენციალურია და ემსახურება როგორც სკოლას, ისე საბავშვო ბაღს.
ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი საბავშვო ბაღსა და სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ამგვარად უწყობს ხელს:
ინდივიდუალური მუშაობა
- რეკომენდაციები მასწავლებლების, აღმზრდელებისა და მშობლებისთვის სწავლასა და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული გართულებების დროს
- რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისას
- ცალკეული მოსწავლისა თუ ბაღის აღსაზრდელის თანადგომა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში
- სასკოლო მზაობის დიაგნოსტიკა თითოეული ბავშვისთვის
- კონსულტაცია მწვავე კრიზისების დროს
ჯგუფური მუშაობა
- მოსწავლეებისა თუ კლასების სასაუბრო წრეები და სამუშაო ჯგუფები (მაგ. კონფლიქტებთან კონსტრუქციული მიდგომა, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება)
- მშობელთა შეკრებები აქტუალურ თემებზე და სასაუბრო წრეები (მაგ. მედიააღზრდა, კონფლიქტებთან გამკლავება, დამოუკიდებლობის განვითარება)
- მულტიდისციპლინური გუნდ “ინკლუზიის“ დახმარება
სასკოლო სისტემაში მუშაობა
- სასკოლო განვითარების პროცესების თანადგომა (მაგ. სასკოლო კულტურა)
- პედაგოგიურ კონფერენციებში მონაწილეობა (ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სასკოლო კლიმატი, ძალადობა სკოლაში, აკადემიური მოსწრების შეფასება)
შეხვედრის დასანიშნად მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სკოლის სამდივნოს ან უშუალოდ ჩვენს ფსიქოლოგს: