საზღვარგარეთ გერმანულ სკოლებში სწავლების ხარისხის შესამოწმებლად 2008 წელს შეიქმნა ფედერალური მიწების ინსპექცია საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლებისთვის (BLI). ის ითვალისწინებს არამარტო სასწავლო პროცესების, არამედ სასკოლო კულტურისა და სასკოლო მენეჯმენტის ზედამხედველობასაც.
მიზანი გახლავთ ის, რომ სტანდარტიზებული და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით დადგინდეს სკოლის, როგორც მთლიანის, ხარისხი, რის შედეგადაც სკოლას მიღწეული სტანდარტისა და განვითარების პოტენციალის შესახებ მოეხსენება.
მხოლოდ წარმატებული შემოწმების შემდეგ შეუძლიათ სკოლებს „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლის“ სტატუსის მიღება, რაც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სიგელით - „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლა“ - წერილობითაა დასაბუთებული. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სკოლები ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ მოწმდება.
სასკოლო მონიტორინგს ფედერალური გაერთიანება და მიწები ერთად ახორციელებენ, რომლის ორგანიზებას საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო უწევს.
თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ ეს შემოწმება პირველად 2019/20 სასწავლო წელს გაიარა.
თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ მიიღო ტიტული „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული სკოლა".
იხ. დამატებითი ინფორმაცია:
გერმანიასა და საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ხარისხის ჩარჩო
საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების პედაგოგიური ხარისხის მენეჯმენტი