თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაწყებითი სკოლა ოთხ სასწავლო წელს მოიცავს და თიურინგიის ფედერალური მიწის სასწავლო გეგმას ეფუძნება. ჩვენს შიდასასკოლო სასწავლო გეგმებს ამ გეგმის თანახმად ვადგენთ. მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინება ჩვენს მოსწავლეებს გერმანიის სკოლებსა და საზღვარგარეთ არსებულ სხვა გერმანულ სკოლებში გადასვლის საშუალებას აძლევს.
თიურინგიის მიწის სასწავლო გეგმა დაწყებითი საფეხურისთვის
დაწყებითი საფეხურის საათობრივი ბადე
მოსწავლეებს, რომელთა მშობლიური ენაც ქართულია, ქართული ენის სავალდებულო გაკვეთილები უტარდებათ.
პირველი უცხო ენა, ინგლისური, დაწყებით სკოლაში მე-3 კლასიდან ისწავლება. ამრიგად, ბავშვები პირველ და მეორე კლასში გერმანული ენას განიმტკიცებენ.
პირველი ორი სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ნიშნებს არ ვუწერთ. წლის ბოლოს ისინი თავიანთი მიღწევების წერილობით შეფასებას იღებენ. მესამე და მეოთხე კლასებში კი აკადემიური მოსწრება ნიშნებით შეფასდება.
მე-3 კლასში ჩვენი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ მოსწავლეთა ცოდნის დონის განმსაზღვრელ თიურინგიის შედარებით ტესტში, რომელიც ორ საგანში - გერმანულსა და მათემატიკაში - ტარდება.
ინფორმაცია თიურინგიის კომპეტენციის ტესტის შესახებ
ჩვენი დაწყებითი სკოლის გუნდი მხოლოდ კითხვას, წერასა და ანგარიშს _ ცოდნის საძირკველს _ არ ასწავლის, არამედ ხელს უწყობს და ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
„ამიხსენი და დამავიწყდება. მაჩვენე და გავიხსენებ. გამაკეთებინე და გავიგებ“.
(კონფუცი, ჩინელი ფილოსოფოსი)
საკონტაქტო პირი: