Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

ჩვენს სკოლასთან არსებობს მშობელთა საბჭო. მისი ძირითადი ამოცანაა მშობელთა ინტერესების გათვალისწინება ყველა მოსწავლისათვის ოპტიმალური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

მშობელთა საბჭო თავს უყრის მშობელთა ცალკეულ შემოთავაზებასა თუ სურვილს და ატყობინებს მათ შესახებ სკოლის ხელმძღვანელობას. იგი ასევე იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას სკოლისგან (სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე) და ატყობინებს მას მშობლებს.

სასწავლო წლის დასაწყისში ყოველი კლასის მშობელთა კრებაზე მშობლები ირჩევენ თავიანთ ორ წარმომადგენელს. ისინი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იცავენ მოცემული კლასის ინტერესებს, რისთვისაც ხშირი კომუნიკაცია აქვთ კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებთან.  

თავად მშობლების წარმომადგენლები თავიანთი წრიდან სკოლის მშობელთა საბჭოს ერთ წარმომადგენელს ირჩევენ.

სკოლის სამდივნოში შეიძლება მშობელთა წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციის მიღება. მიმართეთ ნატო მენაბდეს შემდეგ მისამართზე: sekretariat@deutscheschule.ge.

სკოლის მშობელთა წარმომადგენლები 2023/2024 სასწავლო წელს არიან:

თინათინ გურჩიანი (დაწყებითი სკოლა), თინათინ ჰერციგი (საბაზო საფეხური), პოლინა ქაჯაია (საშუალო საფეხური).