თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ავტორიზებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და, ამრიგად, ის ინტეგრირებულია ქართულ სასკოლო სისტემაში.
ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს შემუშავებული „ერთობლივი მიზნების დეკლარაცია“.
ქართულ სასკოლო სისტემაში ინტეგრაცია ასევე წინაპირობაა ჩვენი სკოლიდან ქართულ სასკოლო სისტემაში უპრობლემოდ გადასვლისთვის და პირიქით.
2022 წლის ივნისში მიღებული ავტორიზაცია ძალაშია ექვსი წლის განმავლობაში, 2028 წლის ივნისამდე.
იმ მოსწავლეების ბოლო ატესტატი, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებიდან (ასევე, გერმანული სკოლებიდან) ჩვენთან გადმოდიან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა აღიაროს. ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია ეხმარება მშობლებს ამ პროცედურების გავლაში.
National Center for Educational Quality Enhancement
თქვენი საკონტაქტო პირი: