2017 წლის სექტემბერში საბავშვო ბაღისა და სკოლის აღსაზრდელებთან ერთად გადმოვედით ბაგებში მდებარე ახალ კამპუსში. 2020 წლის იანვარში დავიწყეთ მარცხენა ფრთისა და სპორტის დარბაზის მშენებლობა. ამჯერადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს მშენებლობა. 2021/2022 წლის სექტემბერში უკვე დასრულებულ შენობაში დავიწყებთ ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღისა და 12 კლასისთვის.
საზღვარგარეთ არსებულ გერმანულ სკოლებში განათლების ხარისხის შესაფასებლად მხოლოდ სასწავლო პროცესი არ მოწმდება, აკვირდებიან ასევე სკოლის მენეჯმენტსა და ზოგადად, სკოლის კულტურას (სკოლა, როგორც სასწავლო და საცხოვრებელი ადგილი). 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე ჩვენს სკოლას გერმანიიდან განათლების ხარისხის გამოცდილი ინსპექტორები სტუმრობდნენ. მათ ამ ვიზიტის ფარგლებში ევალებოდათ სასკოლო დოკუმენტების ანალიზი, გაკვეთილებზე დასწრება და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებთან გასაუბრება.
სკოლამ დეტალური და პროფესიონალური უკუკავშირი მიიღო თავისი განვითარების დონისა და პოტენციალის თაობაზე.
ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო გარე დაკვირვების შედეგები! ახლა უკეთ ვიცით, თუ რა შეგვიძლია კარგად, რა უნდა გავაგრძელოთ და, მითუმეტეს, რა უნდა განვავითაროთ. ჩვენნაირი ახალგაზრდა სკოლისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა ხარისხის დამადასტურებელი სიგელის „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული სკოლა“ საკმაოდ რთული მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამიტომ, შედეგით ვამაყობთ კიდეც. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი მონაწილეობითაც შესაძლებელი გახდა სიგელის მიღება!
ჩვენი მოსამზადებელი ჯგუფისა და დაწყებითი სკოლის გუნდმა 15 ნოემბერს ჩვენი პატარები კითხვის დღეზე დაპატიჟეს: მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და მშობლებმა ლამაზი "გაჩერებები" მოაწყვეს, სადაც მათ ჩვენს პატარებს მხიარული და საინტერესო ისტორიები წაუკითხეს. კითხვის დღე გერმანიაში 2004 წლიდან ყველაზე დიდი კითხვის დღესასწაულია. ნოემბრის თვის ყოველ მესამე პარასკევს ამ აქციით ორგანიზატორები კითხვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ცდილობენ დიდებში და პატარებში კითხვის პოპულარიზაციას.
ამ კვირას ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლის წინ მოძრაობის დარეგულირების ამოცანა საკუთარ თავზე აიღეს. მათ ამ მნიშველოვან საქმეში მშობლები და ქალაქის საპატრულო პოლიცია ეხმარებოდათ. დილით სკოლასა და საბავშვო ბაღში ბევრი აღსაზრდელი მოდის, ამიტომ ხანდახან ჩვენი სკოლის წინაც ქაოტური მოძრაობაა... ამ ინიციატივის მიზანი მოძრაობის ნაკადისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება და მძღოლების ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ყველამ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მართოს ავტომობილი. დიდი მადლობა ბავშვებს, მშობლებს და პატრულის სამსახურს!
ტრადიციულად წელსაც დაამზადეს ჩვენმა საბავშვო ბაღის პატარებმა მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად ლამპრები. 8 ნოემბერს კი საბავშვო ბაღისა და დაწყებითი საფეხურის აღსაზრდელებმა ფერადი ლამპრებით ერთად მოაწყვეს მსვლელობა კუს ტბის ტეროტორიაზე.
საზღვარგარეთ არსებულ სკოლებს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ფინანსურად და კადრების გერმანიიდან წარგზავნის კუთხითაც ეხმარება. გერმანული სკოლების ქსელი გერმანიის საგარეო კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ გერმანულ სკოლებს პერიოდულად სკოლების ინსპექცია სტუმრობს ხოლმე. ამ კომისიის დავალება საგაკვეთილო პროცესის დაკვირვება და სკოლის ცხოვრებაში ჩართულ ყველა მხარესთან სხვადასხვა საკითხებზე გასაუბრებაა (მოსწავლეები, მშობლები, სკოლის დირექცია და გამგეობა). სკოლის ინსპექციის დაკვირვებები და რჩევები მნიშვნელოვანი იმპულსია სკოლის ხარისხის განვითარების მიმართულებით. 2019 წლის 7 ნოემბერს სკოლის დირექტორმა სკოლის ყველა მონაწილეს დეკემბერში დაგეგმილ კომისიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
დღეს გერმანიის საელჩოში საშა ტერნესმა და გიორგი ბათლიძემ ხელი მოაწერეს ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოყოფს. ფინანსური დახმარება მოხმარდება ბაგებში მდებარე ჩვენი სკოლის შენობის გაფართოებასა და მრავალფუნქციური / სპორტული დარბაზის მოწყობას. ეს არის დიდი მხარდაჭერა სკოლისთვის და ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის.
"ჩემი სამყაროს საზღვრები იქ არის, სადაც ენის საზღვრებია" - ლუდვიგ ვიტტგენშტაინის ეს ციტატა იყო შუა ევროპის რეგიონის გერმანული სკოლების პროფესიული განვითარების სემინარების თემა, რომელიც ამჯერად პრაღის გერმანულ სკოლაში ჩატარდა. სკოლის დირექციის, გამგეობისა და ადმინისტრაციის წამრომადგენლები საუბრობდნენ მრავალენოვან გარემოში ენის სწავლების თავისებურებებზე. სემინარების თემატიკა ეყრდნობოდა გერმანული სკოლების ხარისხის განვითარების ახალ რეგულაციას. სემინარზე განიხილეს ამ რეგულაციის იმპლემენტირების, ახალი რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბებისა და მასთან დაკავშირებული საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების საკითხები. სემინარის დასასრულს შეხვედრა გაიმართა გერმანიის საელჩოში და ეს მიღება ნამდვილად იყო ამ პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტი, თუ გავიხსენეთ პრაღის საელჩოს განსაკუთრებულ მისიას 30 წლის წინ გერმანიის საზღვრის გახსნის პროცესში. (წყარო: კონსტანცე კროიცბურგ).
ჩვენი მოსწავლეებისთვის ამ სასწავლო წლის მთავარი მოვლენა გეოგრაფიის გაკვეთილის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი ორდღიანი ექსკურსიებია. სკოლის კედლების გარეთ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებაში თვალსაჩინო მაგალითების შესწავლით გეოგრაფიის თეორიული ნაწილის ათვისებაც უფრო საინტერესოა. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მეშვიდე კლასი იყო ჯუთაში (თემა: მყინვარები და ვულკანები), მერვე კლასი იყო ქუთაისსა და (თემა: გამოქვაბულები და მღვიმეები) და ლაგოდეხის ეროვნულ პარკში (თემა: ჩანჩქერები)
ამ კვირაში სკოლას ჩვენი "პროცესების კოორდინატორი" კონსტანცე კროიცბურგი ესტუმრა. საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ცენტრალური სამმართველოს დავალებით ის რამდენიმე წელია ჩვენი სკოლის ხარისხის განვითარების პროცესს უწევს ზედამხედველობას. ქალბატონი კონსტანცე ამჯერადაც შეხვდა სკოლის ცხოვრებაში ჩართულ ყველა მხარეს. თუმცა ახლა მთავარი აქცენტი დეკემბერში დაგეგმილ "ფედერალური მიწების ინსპექციი"-ისთვის მოსამზადებელ საკითხებზე გაკეთდა. საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ცენტრალური სამმართველოს გვერდზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლა და როგორ მოწმდება რეგულარულად ამ სკოლების მუშაობა შესაბამისი ორგანოების მიერ.