გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პეტერ ფიშერმა, შაბათს ჩვენს თერთმეტ აბიტურიენტს საზეიმო გარემოში საერთაშორისო ატესტატები გადასცა. მათ განათლების პირველი რთული გზა წარმატებით გაიარეს, ახლა კი, უმაღლესი გერმანული სასკოლო ატესტატით დამშვენებულებს, ახალი ეტაპი ეწყებათ. ვემშვიდობებით ჩვენს განსაკუთრებულ, მეგობრულ მე-12 კლასს ბრწყინვალე აკადემიური შედეგებით. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა დროლმა, თავის სიტყვაში მოსწავლეებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვებით დაულოცა ცხოვრების გზა: „სიმამაცე არის დემოკრატიის ელექსირი - ისევე, როგორც შიში, დიქტატურისა და ავტოკრატიების მასაზრდოვებელი. გაბედულების სახელმწიფო ფორმაა დემოკრატია“.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იზეიმა ჩვენი სკოლის ახალი გამოშვება!
მეათეკლასელები ხუთშაბათს ფიზიკის მასწავლებელთან, დოქტორ შტადელთან და მარიამ ჩიხლაძესთან ერთად აბასთუმნის ობსერვატორიაში იყვნენ ექსკურსიაზე. ობსერვტორია 1932 წელს დაარსდა და ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს.
კლასმა გზად პიკნიკის მოწყობა, მერე კი მტკვრის სანაპიროზე ციხის ნანგრევების მონახულება განიზრახა. მწვადითა და შემწვარი ძეხვით დანაყრებულმა მეათეკლასელებმა კიდეც მოინახულეს ციხის ნანგრევები და ამის შემდეგ მიადგნენ ობსერვატორიას. იქ, ვარსკვლავებზე ტელესკოპით დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ იუპიტერი ღრუბლებში იმალებოდა, სამაგიეროდ მთვარე და ვარსკვლავები დაათვალიერეს. ობსერვატორიის ღია თაღს თითოეული დიდი ტელესკოპით დააკვირდა. ახალციხეში ღამისთავის შემდეგ, ექსკურსიის უკანა გზაზე, კლასმა რაბათის შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე მოინახულა.
თამაშს ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ! მე-6 კლასის ჯგუფმა დიდი ანგარიშით მოუგო კავკასიის ფრანგული სკოლის მე-6 კლასს. მოთამაშეთა გუნება-განწყობა იყო ამაღლებული. ჩვენს სპორტულ დარბაზში კვლავ ველოდებით ახალ მეგობრულ შეხვედრებს.
"მშობლების კაფე" სკოლის ყველა მშობელს იწვევს შეკრებისთვის - ეს არც სავალდებულოა, არც რაიმე წინასწარ თანხმობას საჭიროებს. მშობლებს აქ ერთმანეთის უკეთ გაცნობა და ერთმანეთთან არაფორმალურ გარემოში საუბარი შეუძლიათ, ასევე სკოლის ახალი მშობლებისთვის დახმარების გაწევა მათი სკოლის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის და იმისათვის, რომ სკოლით გაერთიანებული საზოგადოების წევრებად იგრძნონ თავი. "მშობლების კაფე" თვის ყოველ პირველ ხუთშაბათს, სკოლის სასადილოში, 8:50-დან 10:00 საათამდე ელოდება მშობლებს. ჩაი და ყავა ადგილზეა. ნამცხვრის მოტანა ნებადართულია.
გერმანიის წიგნის ბაზრობის მიერ ორგანიზებული მხატვრული კითხვის კონკურსი გერმანიის მასშტაბით ყველაზე დიდი სასკოლო ღონისძიებაა. 600.000 მეექვსეკლასელი იღებს მასში ყოველწლიურად მონაწილეობას, - ამჯერად საზღვარგარეთ მოქმედი გერმანული სკოლების მოსწავლეებიც! ჩვენმა მეექვსეკლასელებმა: დანიელმა, გაბრიელმა, ლილემ, მონტამ და ვერონიკამ ბრწყინველედ წაიკითხეს ტექსტები, ხოლო სკოლის გამარჯვებულად ჟიურიმ ლილე ჰეტი (შუაში) დაასახელა. ის შემდეგ ტურში გადავიდა და მალე სკოლას წარადგენს. წარმატებები, ლილე! ყველა მონაწილეს დიდი კომპლიმენტი ეკუთვნის, საჩუქრად კი (ამის გარეშე როგორ იქნებოდა) წიგნი გადაეცემა.
ახალგაზრდობა იკვლევს“ არის გერმანიის ყველაზე ცნობილი კონკურსი ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში, განკუთვნილი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.
16 დეკემბერს, შაბათს, გაიმართება ჩვენი ტრადიციული საშობაო ბაზრობა! საბავშვო ბაღმა და სკოლის კლასებმა ამ დღისთვის მრავალფეროვანი პროგრამა შეადგინეს. საშობაო სტენდებთან კი გელოდებათ გლინტვეინი და ბევრი სიურპრიზი. მოხარულნი ვიქნებით, თუ გვეწვევით!
რა არის ადამიანის პიროვნული საზღვრები? რატომ არის ის ყოველ ადამიანში განსხვავებული? როგორ აღვიქვათ ჩვენი საკუთარი პიროვნული საზღვრები და პატივი ვცეთ სხვისას? როგორ ვთქვათ „არა“, როცა ამის თქმა გვსურს? ჩვენი მე-2 კლასის მოსწავლეები ამ მნიშვნელოვანი თემებით დაკავდნენ ინტერდისციპლინურ სასწავლო პროექტში, რომელსაც წარუძღვა კლასის დამრიგებელი ვიკტორია მაქსიმენკა სკოლის ფსიქოლოგთან, ქეთი ზურაბიანთან, ერთად. ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროექტში.