2 სექტემბერს ჩვენი ახალი პირველი კლასის მიღების ცერემონია გაიმართა, სადაც 20 პირველკლასელს მათი დამრიგებელი, ფრანცისკა ფიშერი მიესალმა. ჩვენ სიხარულით სავსე სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს.
ჰამბურგის ობერალსტერის გიმზანიის მოსწავლეები ერთი კვირით გვსტუმრობდნენ. მათ ჩვენთან ერთად მძიმე დღეები გაიარეს. ჩაერთვნენ ჩვენსა და მასპინძელი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაფრის მიუხედავად სკოლაში, დიდ კავკასიასა და თბილისში დროის კარგად გატარება მოვახერხეთ. დიდი მადლობა მათ სტუმრობისათვის!
ჩვენი სკოლის მერვე და მეცხრეკლასელები ერთი კვირით იმყოფებოდნენ პარტიორ სკოლაში - ჰამბურგის ობერალსტერის გიმნაზიაში. ცხოვრობდნენ მასპინძელ ოჯახებში და კვირა შესანიშნავად გაატარეს: დაათვალიერეს ქალაქი, გაისეირნეს ელბაზე, ჰქონდათ ტური ველოსიპედებით, მოინახულეს ბერლინი და ცოტა დრო სკოლაშიც გაატარეს ... ჩვენ სიხარულით ველით ივნისის ბოლოს მოსწავლეებს ჰამბურგიდან!
სკოლის მშობელთა საბჭოს ინიციატივით ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად სკოლის შენობის წინ მოძრაობა დაარეგულირეს. ყოველ დილით ამ ტერიტორიაზე თავს იყრიან ავტობუსები, მანქანის მძღოლები და ფეხით მოსიარულენი. მიზანი იყო საგზაო მოძრაობის, განსაკუთრებით კი სკოლაში მოსიარულე ბაშვებისათვის, უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენ მადლობას ვუხდით მშობელთა წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს მათი ჩართულობისათვის, რაც შემდეგ სასწავლო წელსაც გაგრძელდება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას, რომელმაც ჩვენს ღონისძიებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - დაგვეხმარა რჩევებითაც და საქმითაც.
დღეს დილით სკოლას ბუნდესტაგის გერმანულ-სამხრეთკავკასიული საპარლამენტო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. დეპუტატებს - იოჰანეს კარსს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ბეატე ვალტერ-როზენჰაიმერსს (გაერთიანება 90/მწვანეები), ტილ მანსმანს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და დოქტორ ფრანკა ვოლფს - ადგილზე ვიზიტისა და მოსწავლეებთან, სკოლის დირექციასა და სკოლის დამფუძნებლებთან გასაუბრების შემდეგ შეექმნათ წარმოდგენა მზარდი სკოლისა და საბავშვო ბაღის შესახებ.
Die Finalspiele um den Pokal der Deutschen Internationalen Schule Tbilissi gehören inzwischen fest zu unserem Schulleben. Spannende Spiele gab es zu sehen, engagierte junge Fußballerinnen und Fußballer und eine der Schulmannschaft knapp unterlegene Elternmannschaft. Höhepunkt war diesmal der Besuch von Levan Kobiashvili, derzeit Präsidenten des Georgischen Fußballverbandes. Der prominente georgische Fußballer ehrte die Sieger und konnte sich bei uns wie zu Hause fühlen - hat er doch für drei verschiedene deutsche Bundesligavereine gespielt.
გაზაფხულის მზიან დღეს მოსამზადებელი ჯგუფისა და პირველი კლასის ბავშვებისათვის, ჩვეულებისამებრ, ჩატარდა სპორტული ღონისძიება. პატარებს მეექვსე და მეშვიდეკლასელები ეხმარებოდნენ და ამხნევებდნენ.
საშობაო ბაზრობიდან შემოსული თანხის ნაწილით შევიძინეთ სათამაშოები იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებისათვის. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან ერთად კლინიკის ფსიქოლოგს შემოწირულობა გადასცეს. მან, თავის მხრივ, გვიბოძა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და სხვა საჩუქრები, რისთვისაც მათ გულითად მადლობას ვუხდით!
ინტერვიუ ჩვენი სკოლის სტუმრის სტატუსის მქონე მოსწავლესთან - ნატალი დიკმანთან
02/04/2019
- ძვირფასო ნატალი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლობ. გვითხარი, თუ რატომ დაიწყე ამ სკოლაში სიარული.
- მამა ერთ-ერთი პროექტის გამო ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო დედა წარმოშობით ქართველია, შესაბამისად, ჩემთვის ეს კარგი საშუალება იყო ქვეყნის უკეთ გასაცნობად.
- ჰანოვერში ბისმარკის სკოლაში, ტრადიციულ გიმნაზიაში, სწავლობ. როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება ეს ორი სკოლა ერთმანეთისაგან და რა აქვთ საერთო?
- ამ ორ სკოლას შორის ბევრი სხვაობაა: ჰანოვერის სკოლა გაცილებით დიდია, სკოლაში სულ 1700, თითოეული კლას კი, დაახლოებით, 32 მოსწავლისაგან შედგება, რაც ხშირად ძალიან დამღლელია. პირადად მე მომცრო კლასში უკეთ ვსწავლობ. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის კლასებში ბევრად ნაკლები მოსწავლე სწავლობს და გარემოც უფრო თბილია.
- რით განსხვავდება შენი აქაური ცხოვრება გერმანული ცხოვრებისაგან? რა გავლენა აქვს თბილისს შენზე?
- მე ეს ქალაქი ძალიან მომწონს, თუმცა, ვთვლი, რომ ის ძალზე ხმაურიანი და ქაოტურია. ზოგადად, საჯარო ცხოვრება აქ სულ სხვანაირია. სამაგიეროდ, ხალხი უფრო თბილი და მოსიყვარულეა.
- შენ ჩვენს მეცხრე კლასში სწავლობ. მოგვიყევი, როგორ მიგიღეს თავიდან თანაკლასელებმა და მასწავლებლებმა?
- ბავშვები ძალიან კარგად მექცეოდნენ, თავიდანვე მიმიღეს, როგორც კლასის ნაწილი. მქონდა განცდა, რომ მე მათ უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. მასწავლებლებიც ძალიან მეგობრულად მექცეოდნენ და მეხმარებოდნენ, რომ საგაკავეთილო პროცესში წარმატებით ჩავრთულიყავი.
- შენ თუ ურჩევდი ჩვენს მოსწავლეებს ერთი სემეტრით სტუმრის სტატუსით გერმანიაში გამგზავრებას და თუ ურჩევდი, რატომ?
- რა თქმა უნდა, ვურჩევდი. ამ გზით ისინი შეძლებდნენ გერმანული ცხოვრებისა და კულტურის გაცნობას. თუმცა, ამ შემთვევაში საჭიროა, გადაერთო გერმანულ ცხოვრების სტილზე, რომელიც უფრო მოწესრიგებულია.
- და ბოლო შეკითხვა: ზოგადად როგორ გრძნობ თავს თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში?
- თავს აქ ძალიან კარგად ვგრძნობ!
ინტერვიუს უძღვებოდა ბატონი შროდერ-კლემენტა
ამ დღეებში მე-9 კლასის მოსწავლეებმა ახლადგარემონტებული შერატონ მეტეხი პალასის შენობა დაათვალიერეს. მათ სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა - ანდრეას ჰაიდინგსფელდერმა უმასპინძლა და მოსწავლეებს უშუალოდ მიაწოდა პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია. ამისათვის მას მადლობას ვუხდით! დღეს მე-9 კლასის მოსწავლეები ფრანგულ სკოლაში გამართულ პროფესიულ ფორუმში იღებენ მონაწილებას. მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კომპანიების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რაც მომავალი პროფესიული პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანი მომზადებაა მე-9 კლასში.