ნინო აბაშიძე და სტეფანი გოლკოვსკი ამ დღეებში ჰამბურგის ობერალსტერის გიმნაზიას ეწვივნენ. ეს არის ჩვენ მიერ ამ სემეტრში დაგეგმილი პირველი გავლითი პროგრამა, რომელშიც მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. ამჟამად მზადების პროცესში ვართ. ფოტოებზე აღბეჭდილია ჰამბურგის სკოლა.
,,თბილისის საერთაშორისო ფეხბურთის აკადემიის“ წლევანდელ სპორტულ შეჯიბრში გერმანული საერთაშორისო სკოლის სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამჯერად შეჯიბრი ამერიკულ სკოლა QSI-ში ჩატარდა. ჩვენმა უმცროსმა ფეხბურთელებმა კონკურენცია გაუწიეს სხვა საერთაშორისო და ქართული სკოლის მოსწავლეებს და თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში მოიგეს! დანარჩენმა ორმა გუნდმა მიუხედავად ტრავმისგან მიღებული გარკევეული მარცხისა შეძლო საპატიო მესამე ადგილის დაკავება. დღეს ჩვენ გმირები საზეიმო ვითარებაში დავაჯილდოვეთ. ვულოცავთ მთელ გუნდს წარმატებას და გვსურს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს აქტიურ ტრენერ - გიორგი ლეჟავას გადავუხადოთ! ,,ბიჭების თასს“ გოგონების მხარდაჭერის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებული მადლობა ამისათვის კირა და ირა ანდრონიკაშვილებს და მარიამ რატიანის!
მივესალმებით იოანნა პრაისლერსა და ქრისტიანე დამმანნს, რომლებიც ჩვენთან ერთ სემესტრს გაატარებენ. ისინი იენის უნივერსიტეტში პედაგოგიკას სწავლობენ. იოანა სპეციალიზირდება ფრანგულში, ისტორიასა და გერმანულში, როგორც უცხო ენა, ხოლო ქრისტიანე გერმანულსა და გეოგრაფიაში. მათ მოგზაურობა იზიდავთ. ორივე მათგანს აქვს საზღვარგარეთ ყოფნის გამოცდილება. იოანნა საქართველოში რამდენჯერმეა ნამყოფი. ის ასევე კავკასიოლოგიას სწავლობს. ქრისტიანემ ადრე ავსტრალიაში იმოგზაურა. იოანა და ქრისტიანე გაკვეთილებს ესწრებიან და ასევე დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ წრეებში იღებენ მონაწილეობას.
ჩვენ ორივე მათგანს ვუსურვებთ დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებას და მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის საშუალება.
სკოლასა და საბავშვო ბაღში დღეს კარნავალი მოეწყო, პროგრამა ფერადი და მრავალფეროვანი იყო. დიდებისა და პატარების შემოქმედებითმა გარდასახვამ აღფრთოვანება გამოიწვია.
ჩვენმა საბავშვო ბაღის ბავშვებმა ამჯერად ექსკურსია ფიზიკური აქტივობებისათვის გამოიყენეს! პროგრამა ითვალისწინებდა ბატუტზე ხტომას, ცოცვასა და უსაფრთხო ვარდნას...
ჩვენს სკოლაში ყველა საგანი გერმანულად ისწავლება: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა და ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. იმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომლებიც ხშირად სახლსა თუ სკოლის გარეთ სხვა ენებზე საუბრობენ, გერმანული თანდათანობით ხდება სასწავლო ენა. აღნიშნული დიდი გამოწვევაა ჩვენი მასწავლებლებისათვის, რადგან ნებისმიერი საგანი შინაარსობრივად ენასთან არის დაკავშირებული. ამრიგად, ყოველი გაკვეთილი გერმანული ენის გაკვეთილია!
გასულ კვირას ჩვენმა კოლეგებმა, შტეფანი გოლოვსკისა და თაკო კაჭახიძის ხელმძღვანელობით, ინტერნსიურად განიხილეს გერმანულენოვან გაკვეთილთან დაკავშირებული საკითხები და კონცეფციები.
დღეს ჩვენს მოსწავლეებს პირველი სემესტრის მოწმობებთან ერთად სიურპრიზი დახვდათ. ჩვენმა სკოლამ გერმანიის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. ნაკრები საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიზნით იმყოფებაა და დღეს სკოლის ეზოში ვარჯიში გამართა. ამასთან, მოთამაშეები პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს გაეცნენ და უამრავი ავტოგრაფი დაარიგეს. მადლობას ვუხდით ნაკრების წევრებს სტუმრობისათვის, ამ შეხვედრამ დღის ყველა მოვლენა დაჩრდილა.
Wir suchen zum Schuljahr 2019/2020 eine Grundschullehrerin/einen Grundschullehrer als Ortskraft. Voraussetzung ist ein 1. und 2. Staatsexamen für das Lehramt an Grundschulen oder eine vergleichbare Qualifikation. Wir bieten ein attraktives Arbeitsumfeld in einem spannenden und sehr gastfreundlichen Land. Mehr Informationen zur unserer Ausschreibung finden Sie auf dem Portal "Lehrer weltweit". Nehmen Sie Kontakt mit uns auf!
56 წლის წინ 22 იანვარს გერმანიასა და საფრანგეთს შორის "ელისეის ხელშეკრულება" გაფორმდა, მას შემდეგ გერმანულ-ფრანგული მეგობრობის დღეს ორივე ქვეყანა აღნიშნავს. ამ ხელშეკრულებით გერმანიასა და საფრანგეთს შორის 300 წლიანი მტრობა დასრულდა, რომელიც ლუდვიგ XIV მეფობის დროს დაიწყო და მეორე მსოფლიო ომამადე გაგრძელდა. გერმანულ-ქართული მეგობრობის თბილისში აღსანიშნავად საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვივნენ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას. მათ ჩვენს მეცხრეკლასელებს ამ ხელშეკრულების დადების ისტორია გააცნეს და ასევე ინფორმაცია მიაწოდეს 2019 წლის 22 იანვარს "აახენის ხელშეკრულების" გაფორმების თაობაზე. გერმანიის ელჩი ამ შეხვედრაზე ჩვენს მოსწავლეებს ფრანგულად ესაუბრებოდა და საფრანგეთის ელჩი გერმანულად!
წელსაც საშობაო ბაზრობით გავაცილეთ ძველი წელი. პროგრამა მოიცავდა საშობაო სტენდებს, თეატრალურ წარმოდგენებს, სასკოლო ჟურნალის ახალი გამოცემის პრეზენტაციას - რა თქმა უნდა გლიტვეინს და საშობაო ფურშეტს. მადლობას ვუხდით სკოლის ყველა წევრს: საბავშვო ბაღისა და სკოლის თანამშრომლებს, ჩვენს პატარა და დიდ ბავშვებს, ადმინისტრაციას და მშობლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ღონისძიების გამართვაში! შევხვდებით 2019 წლის 8 იანვარს, საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველ სასწავლო დღეს უკვე 2019-ში.