Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
ნაგვის სორტირება სკოლაში: ნაგვის ყუთები ქაღალდისა და პლასტმასის ნაგვისთვის 20/12/2018

ჩვენ უკვე გვაქვს ნაგვის სორტირების საშუალება, რათა შემდეგ მოხდეს მისი გადამუშავება. სკოლის წინ დგას 2 ყუთი ქაღალდისა და პლასტმასის ნაგვისთვის. ჩვენს მშობლებსაც შეუძლიათ ამ საშუალებით ისარგებლონ! ყუთი იცლება კვირაში ერთხელ და მოცულობით საკმაოდ დიდია. მითითებულ ლინკზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის CENN-ის თაობაზე: http://www.cenn.org/programs/waste-management-pollution/.

გერმანული ენის გაკვეთილი პირველ კლასში 13/12/2018

ბევრი ჩვენი აღსაზრდელი, რომელიც სკოლაში გერმანულ ენაზე სწავლობს, სახლში მშობლებთან სხვა ენაზე საუბრობს. გერმანული ენა ნელ-ნელა მათთვის მეორე ენა, მათი განათლების მიღების ენა, ხდება. ჩვენ ამ გზაზე ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამ მიზნით დაწყებით საფეხურზე ინტენსიურ დამატებით გაკვეთილს ვთავაზობთ პატარა ჯგუფებში. ჩვენმა პირველკლასელებმა დამატებითი გაკვეთილის ფარგლებში უკვე პატარ-პატარა სპექტაკლებიც კი წარმოადგინეს, რომლებიც მათ პედაგოგებთან ერთად გულმოდგინედ დაამუშავეს!

ნინო აბაშიძე სტუმრად დორმაგენის რეგენბოგენის სკოლაში 22/11/2018

დირექტორის მოადგილე, ნინო აბაშიძე სამი კვირით დორმაგენის რეგენბოგენის სკოლას სტუმრობს, ეს არის დაწყებითი საჯარო სკოლა ნორდრაინ-ვესტფალენში. პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში ნინოს საშუალება აქვს გახანგრძლივებული სკოლის მუშაობის პროცესს დააკვირდეს და ამ სკოლის თანამშრომლებს ჩვენი სკოლა და საქართველო გააცნოს. ორივე მხარისთვის ეს არის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის შესახებაც გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მოგვითხრობს.

მეოთხე კლასის ექსკურსია: "Teambuilding" 21/11/2018

მეოთხე კლასმა დაუვიწყარი დღე გაატარა ბუნებაში: მხოლოდ 60 კილომეტრის დაშორებით თბილისიდან შატილის მიმართულებით ფშავის არაგვის მდინარესთან. ორგანიზაცია "ექოსკოპის" ხელმძღვანელობით მომზადდა საინტერესო პროგრამა - თამაშებით, რომლებშიც ბავშვები გაიგებდნენ, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ვიდრე მარტო, რომ ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და ერთმანეთი გაამხნევონ.

გერმანული-რეპ-პროექტი 19/11/2018

გრამატიკა სულ მოსაწყენი არ უნდა იყოს - მეშვიდე კლასმა ამ მხრივ საინტერესო პროექტი "გერმანული-რეპი" მოამზადა. გერმანული ენის გაკვეთილის ბოლოს, გრამატიკის ნაწილში მეშვიდეკლასელები შემოქმედებითად მიუდგენენ თემას და გრამატიკული რეპი შექმნეს. მათ გარითმეს გრამატიკული წესები და საბოლოოდ თანამედროვე ტექსტები მიიღეს. სამი რეპ-გრამატიკული პერფომანსი ვიდეოს სახით Youtube-ზეც მოიპოვება, იმედია მოგეწონებათ!

ლამპრებით მსვლელობა წმ. მარტინის დღეს 14/11/2018

საბავშვო ბაღმა და დაწყებითმა სკოლამ წელსაც აღნიშნეს წმინდა მარტინის დღე ტრადიციული ლამპრობით. საკუთარი ხელით დამზადებული ლამპრებით ჩვენმა აღსაზრდელებმა კუს ტბის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს - რომაელი ჯარისკაცის, მარტინის პატივსაცემად, რომელმაც ლეგენდის მიხედვით ჩვ. წ. მე-3 საუკუნეში თავისი მოსასხამი სიცივისგან გათოშილ მათხოვარს გადააფარა და მოგვიანებით ბიშოფი გახდა. მანამდე ჩვენმა პატარებმა საბავშვო ბაღში მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ლამპრები დაამზადეს. ეს რიტუალიც უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს საბავშვო ბაღში!

Herbst- und Erntedankfest im Kindergarten 26/10/2018

Ende Oktober hat der Kindergarten ein fröhliches und buntes Herbst- und Erntedankfest gefeiert. Es wurde nicht nur gesungen, getanzt und gespielt - unsere Kindergartenkinder haben auch sehr fleißig Tschurtschchela selbst hergestellt und Obstsalat geschnipselt. Vielen Dank an alle, die zum Gelingen beigetragen haben!

Neu für die Grundschule: Lese- und Hörzelt 24/10/2018

Während der Herbstferien haben wir in der Grundschulbibliothek ein Lese- und Hörzelt aufgebaut! Dort können es sich unsere Grundschüler im Herbst und im Winter gemütlich machen - mit einem Buch oder mit einem Hörbuch (ein CD-Spieler mit mehreren Kopfhöreranschlüssen steht schon bereit). Kuschelig ist es dort - und ganz nebenbei dient das Lese- und Hörzelt natürlich der Sprachförderung...

Bücherspende für den Kindergarten 18/10/2018

Unser Kindergarten hat in dieser Woche eine Bücherspende aus Deutschland erhalten. Wir verdanken sie der Initiative der Familie Bittner und dem Berliner Kindergarten "Flocke". Vielen Dank dafür!

Fortbildung zum Thema "Verhaltensregulation" 09/10/2018

Am 6./7. Oktober haben Psychologinnen aus der Organisation MAC Georgia mit unserem Kindergarten- und unserem Ganztagsschulteam über Verhaltensregulation gesprochen: Wie kann man auffälliges Verhalten besser verstehen, wie kann man in seiner täglichen Arbeit damit umgehen und die Kinder in ihrer Entwicklung möglichst gut unterstützen? Zu diesem weitgespannten Thema gab es einen produktiven Austausch mit den Expertinnen der Organisation MAC Georgia.

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14