Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
სააღდგომო პაკეტების აქცია 22/04/2022

აღდგომაზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის დიაკონიასთან ერთად, სააღდგომო პაკეტები მიუტანეს დუშეთის რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ექსკურსიამდე მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით შეღებეს კვერცხები, მოამზადეს სააღდგომო ნამცხვრები და სხვა პატარა საჩუქარი. ამ გზით მოსწავლეები რთულ ვითარებაში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდნენ და ამ პატარა ჟესტით მათ სიხარული მოუტანეს. დიდი მადლობა მშობლებს, რომლებიც აქტიურად დაგვიდგნენ გვერდში, ლუთერანული ეკლესიის დიაკონიის თანამშრომლებს და კლასის დამრიგებელს - მაიკ ბორკენჰაგენს! გვინდა მსგავსი აქცია ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თოვლში 05/04/2022

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მარტის თვეში ძალიან ისიამოვნეს ექსკურსიით! დიდი რაოდენობით თოვლი თბილისში იშვიათობაა. 

მე-8 კლასი ეხმარება უკრაინას 05/04/2022

ჩვენი მოსწავლეები ძალიან შეშფოთებულნი არიან ომით უკრაინაში და გრძნობენ, რომ საჭიროა ამაზე საუბარი - როგორც ერთმანეთთან, ასევე პედაგოგებთან. ამისათვის გამოყოფილია სპეციალური დრო გაკვეთილზე. მე-8 კლასის მოსწავლეებს სურდათ, რომ კონკრეტულად ემოქმედათ, ამიტომ კლასის დამრიგებელთან ესტერ ვებერთან ერთად წამოიწყეს შემოწირულობების შეგროვება. ძალიან ბევრი ადამიანის აქტიური ჩართულობით ბევრი საჭირო ნივთი შეგროვდა: არამალფუჭებადი და ბავშვის საკვები, ჰიგიენური საშუალებები, სახვევები და სხვ. შეგროვებული ნივთები უკრაინის საელჩოს დახმარებით გაიგზავნება უკრაინაში. მადლობა მე-8 კლასსა და აქციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს.  

პროექტის დღეები: "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ!" 02/04/2022

ჩვენი სკოლის მშობელთა წარმომადგენლობის წინადადებით, რამდენიმე ხნის წინ ვიკითხეთ, თუ რომელი მშობელი ისურვებდა დაწყებით კლასებში შუადღის პროგრამაზე სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას. ფრიდერიკ როხოვანსკი მიმდინარე სასწავლო წელს გვთავაზობს მე-4 კლასისთვის საპროექტო დღეებს, რომლის მიზანიც არის კლასის განვითარების მეტად ხელის შეწყობა. პირველი საპროექტო დღე, გუნდზე ორიენტირებული აქტივობებით 24 მარტს გაიმართა. სასწავლო წლის ბოლომდე კიდევ სამი არის დაგეგმილი. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ როხოვანსკის ამ შესანიშნავი პროექტის დასაწყისისთვის!

საბავშვო ბაღის ბავშვების ექსკურსია 02/02/2022

ჩვენი პატარა აღსაზრდელების სასიხარულოდ, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ყოველთვიური ექსკურსიები! ამჯერად ჩვენი აღსაზრდელები წყნეთის ტყეში და სათამაშო მოედანზე იყვნენ. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე მოძრაობა.

ექსკურსიის დღე 06/10/2021

სექტემბრის ბოლოს ჩვენი მოსწავლეები ექსკურსიაზე წავიდნენ - ყველას ძალიან გაუხარდა ერთმანეთთან შეხვედრა და დროის გატარება! თბილისისათვის უჩვეულოდ ხანგრძლივმა წვიმამაც კი ვერ შეაფერხა მოსწავლეების სიხარული. ჩვენი მოსწავლეები იყვნენ დმანისში, ბეთანიაში, მცხეთაში, ბოულინგის სათამაშოდ, სხვადასხვა მუზეუმში, გამოფენებზე და რუსთავის კარტის ტრასაზე.

ახალი საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზი 14/08/2021

შენება ყოველთვის ამაღელვებელია - მით უმეტეს პანდემიის პირობებში. უფრო მეტად გვახარებს ის ფაქტი, რომ ზაფხულის პერიოდში ჩვენი ახალი საკლასო ოთახების მშენებლობაზე წინსვლა იგრძნობა: მალე გადავალთ ახალ საკლასო ოთახებში. სკოლის ახალ სპორტდარბაზს შედარებით მეტი დრო სჭირდება, რადგან მთელი ყურადღება საკლასო ოთახების დროულად დასრულებაზე იყო გადატანილი. მაგრამ სურათებიდან მაინც ჩანს, საბოლოო ჯამში როგორი იქნება ახალი სპორტდარბაზი...

მე-10 კლასის წარმატებით დასრულება 28/06/2021

ჩვენი სკოლის 12 მოსწავლეს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი საზემიოდ გადაეცათ, რასაც გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირშიც ესწრებოდა. მათ წარმატებით ჩააბარეს საბაზო საფეხურის წერითი და ზეპირი გამოცდები და უკვე მზად არიან გიმნაზიის დამამთავრებელი საფეხურისათვის. გულითადად ვულოცავთ: ლიზი ბიწაძეს, ლეონ ბლანკს, იასნა ფაილენს, ანდრია იმედაძეს, ლიზი კინწურაშვილს, სასკია ლენდფერს ბერნდონერს, ბექა მეგრელიშვილს, დავით ნებიერიძეს, ანუკა ნიკიშს, ელენა როილს, ალექსანდრე სტადნიცკის და იულია ვინკლერს! გვესმის, რომ ეს პერიოდი მოსწავლეებისთვის არ იყო მარტივი: მრავალთვიანი ონლაინ გაკვეთილები და გაურკვევლობა, თუ როდის დავბრუნდებოდით სკოლაში. ბრავო, ჩვენმა მოსწავლეებმა მაინც მიაღწიეს მიზანს.

პროგრესი ჩვენ სამშენებლო ობიექტზე 09/06/2021

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ ჩვენი სკოლის შენობის გვერდითი ფრთის მიშენება. იქ განთავსდება ახალი საკლასო ოთახები, მუსიკალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალური კაბინეტები, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის დამატებითი ოთახები. პარალელურად შენდება სპორტული დარბაზი სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ ამ აშკარად შესამჩნევი პროგრესის გამო!

ტრენინგი: თვითრეფლექსია მე-11 კლასელთათვის 01/06/2021
იცით სინამდვილეში რისი გაკეთება შეგიძლიათ, რა გსურთ და ვინ ხართ?
ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა სამი სასემინარო დღე შვეიცარიელ მწვრთნელთან და კომუნიკაციის ტრენერთან მიხაელ ბერნდონერთან გაატარეს - თვითრეფლექსიისა და შეფასებისთვის. ისინი უკვე სკოლის დასრულების შემდგომ პერიოდზე ფიქრობენ და როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური დავალებებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი იმპულსები მიიღეს ტრენერისგან.
დიდი მადლობა ამისათვის მიხაელ ბერნდონერს!
  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13