Wir können es kaum glauben, aber die Jury hat entschieden: Unsere Schule ist nominiert für den Deutschen Schulpreis 2025 - zusammen mit 14 anderen hervorragenden Schulen und als einzige Deutsche Auslandsschule! Wir dürfen an der feierlichen Preisverleihung mit Bundespräsident Frank-Walter Steinmeier am 30. September 2025 in Berlin teilnehmen. Vielen Dank, liebes Kollegium, vielen Dank, liebe Schulgemeinschaft!
ისევ დიდი სიამაყისა და ბედნიერების გრძნობით განვიმსჭვალეთ! ჩვენმა აბიტურიენტმა თათია ნიკოლაიშვილმა გერმანიაში იურისპუდენციის შესასწავლად DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) სტიპენდია მიიღო. ამ სტიპენდიით ყოველწლიურად განსაკუთრებული აკადემიური მიღწევების არაგერმანელი აბიტურიენტები ჯილდოვდებიან. თათია მე-5 კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში - გერმანულის მცირე ცოდნით, სამაგიეროდ დაჯილდოებული წარმოუდგენელი ნებისყოფით, მონდომებითა და ნიჭიერებით. მისი მშობლიური ენა ქართულია, ხოლო მის მეორე ენას, განათლების ენას, თათია ისე კარგად ფლობს, რომ შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ და მივულოცოთ. მთელი გულით ვხარობთ ჩვენს აბიტურიენტსა და მის ოჯახთან ერთად! გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, ძვირფასო თათია!
Am vergangenen Donnerstag hatten wir die große Freude Frau Prof. Dr. Dorothee Kimmich von der Universität Tübingen für eine Gesprächsrunde in unserem Hause begrüßen zu dürfen. An der Universität Tübingen hat Frau Kimmich die Professur für Neue Deutsche Literatur inne und hatte zudem zu den deutschen Auswanderern in Georgien geforscht. Lebhaft, kurzweilig und anregend sprach Frau Kimmich mit den Schülerinnen und Schülern und interessieren Eltern und Kollegen über die Bedeutung der Geisteswissenschaften, aktuelle Entwicklungen an Universitäten und schlussendlich den Wert von Literatur für unser aller Leben.
Der Deutsche Schulpreis - ეს გახლავთ პრესტიჟული ჯილდო დიდი ფულადი პრემიით კარგი სკოლებისთვის გერმანიაში. ჩვენ გავბედეთ და წელს პირველად შევიტანეთ განაცხადი. ასე აღმოვჩნდით 100-ზე მეტი ინოვაციური სკოლის გვერდით. აპრილის დასაწყისში კი დაუჯერებელი ამბავი შევიტყვეთ: ჩვენ ვართ ერთადერთი გერმანული სკოლა საზღვარგარეთ, რომელიც საუკეთესო ოცეულში მოხვდა! ვულოცავთ პედაგოგებსა და სკოლის მთელ საზოგადოებას! ახლა უკვე მოუთმენლად ველით ჟიურის მიერ გამოგზავნილ ჯგუფს ჩვენს სკოლაში.
ხუთშაბათს, 27 მარტს, გაიმართება ტურნირი კალათბურთში, რომელშიც ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
„მათემატიკის კენგურუ“ – ჩვენ მონაწილეობა მივიღეს ოლიმპიადაში! გუშინ ჩვენი სკოლის 68 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში „მათემატიკის კენგურუ“ და დაკავდა ამოცანების ამოხსნით, თვლითა და საზრიანი გამოსავლების ძიებით. უდიდეს მადლობას კი ვუხდით ჩვენს მეშვიდეკლასელებს, რომლებიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაშიც დაგვეხმარნენ! ახლა უკვე დიდი ინტერესით მოველით შედეგებს - და, რაღა თქმა უნდა, კენგურუსებრი დიდი და წარმატებული ნახტომის იმედიცა გვაქვს!
გსურთ, რომ თქვენს შვილს სკოლის საერთაშორისოდ აღიარებული ატესტატი ჰქონდეს? ნიჭიერ ქართველ მოსწავლეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 2025/2026 სასწავლო წელს ჩვენს მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში გააგრძელონ სწავლა. გერმანულენოვან გაკვეთილებზე გადასვლის პროცესს თან ახლავს მორგებული გერმანული ენის კურსი და საცდელი გაკვეთილი. ჩვენი შეთავაზებით დაინტერესებულ ოჯახებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: sekretariat@deutscheschule.ge, ტელ.: 2293100.
ფრანგულ სკოლას კვლავ ვუმასპინძლეთ სპორტული შერკინებისთვის კალათბურთში. მე-7 კლასების მეგობრული თამაშის მთავარი დრო ისე დამთავრდა, რომ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. შეხვედრის ბედი კალათაში დამატებითი ტყორცნით ჩაგდებულმა ორმა ქულამ გადაწყვიტა. ფრანგულმა სკოლამ 30-ით 32 გაიმარჯვა. კარგი თამაში იყო! ველით ახალ სპორტულ პაექრობებს სხვა სკოლებთან - ჩვენთან ან მათ მოედანზე.
უკვე ტრადიციად გვექცა და წელსაც ჩავატარეთ შეჯიბრი 2025 წლის მისალოცი ბარათის შექმნაზე. კრეატიული და მრავალნაირი ნიმუშები გამოგვიგზავნეს ჩვენმა საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. გამარჯვებული კი მეშვიდეკლასელი ფინე კოტლერია. გილოცავთ, ფინე! დიდი მადლობა ასევე შეჯიბრის ყველა მონაწილეს!
ჩვენი მოსწავლეები სასკოლო წრეების მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან ყოველ სემესტრში თავიანთთვის საინტერესო შემოქმედებითსა თუ სპორტულ აქტივობებს ირჩევენ, გაკვეთილების შემდეგ ჯგუფებში საქმიანობენ და ახალს შეიმეცნებენ. შეგვიძლია შეგახედოთ „ჩრდილების თეატრის“ ჯგუფში. ამ წრეზე ბავშვები სვეტლანა ცარის ხელმძღვანელობით საშობაო წარმოდგენისთვის ემზადებიან. მოუთმენლად ველით მას!